loader

შსს–მ თბილისში უკანონო იარაღი და საბრძოლო ვაზნები ამოიღო – დაკავებულია 50 წლამდე მამაკაცი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს–მ თბილისში უკანონო იარაღი და საბრძოლო ვაზნები ამოიღო – დაკავებულია 50 წლამდე მამაკაცი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. როგორც „პალიტრავიდეოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, 1969 წელს დაბადებული მ.ნ. დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ორლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. აბრეზი და 4 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.