loader

25 დღეში ე.წ. ჭკვიანმა კამერებმა 26 452 ვიდეოჯარიმა დააფიქსირა - რომელი ქალაქები ლიდერობენ დარღვევებით? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

25 დღეში ე.წ. ჭკვიანმა კამერებმა 26 452 ვიდეოჯარიმა დააფიქსირა - რომელი ქალაქები ლიდერობენ დარღვევებით?

მიმდინარე წლის 1-ლი ნოემბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით, ე.წ. ჭკვიანი კამერების მიერ ყველაზე მეტი სამართალდარღვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. კერძოდ, თბილისში 15 542 ვიდეოჯარიმა გამოიწერა.

ვიდეოჯარიმების რაოდენობით ასევე გამოირჩევა გორი, თუმცა, აღსანიშნავია, რომ გორში ჯარიმები მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაიწერა. კერძოდ, 5 109 ვიდეოჯარიმა დაშვებულზე 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობასა და ასევე 40 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბებაზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება სხვა ქალაქებს, 1-ლი ნოემბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით, ქუთაისში - 3 232 ვიდეოჯარიმა, ხარაგაულში - 936, ბათუმში - 694, სამტრედიაში - 318, ხაშურში - 453, მცხეთაში - 58, ხელვაჩაურში - 6, ხოლო თელავში 4 ვიდეოჯარიმა დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ ხაშურში, მცხეთაში, სამტრედიაში, ხელვაჩაურსა და თელავში ყველა ჯარიმა მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებას ეხება.

ჯამში, 25 დღეში ე.წ. ჭკვიანმა კამერებმა 26 452 ვიდეოჯარიმა დააფიქსირა.