loader

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ახალციხეში 3 ადამიანი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ახალციხეში 3 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე სამი პირი ამხილა. როგორც "პალიტრავიდეოს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ახალციხეში 1976 წელს დაბადებული მ.ი., 1980 წელს დაბადებული მ.ქ. და 1976 წელს დაბადებული დ.ს. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ამხილეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები დროებით მფლობელობაში არსებულ კაფე-ბარებში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოქალაქეებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ", – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა კაფე-ბარებში მომუშავე პერსონალი მოწმის სახით გამოჰკითხეს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით.