loader

გაწევ-გამოწევა პარლამენტში კვირიკაშვილსა და მელიას შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაწევ-გამოწევა პარლამენტში კვირიკაშვილსა და მელიას შორის

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.

დაპირისპირება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე მოხდა, სადაც გიორგი კვირიკაშვილსა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ.

კვირიკაშვილის მიერ მელიას მისამართით გაჟღერებულ უცენზურო მიმართვებს ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან საპასუხო რეპლიკები მოჰყვა. მელიამ კვირიკაშვილს „უნამუსო“ და „კორუმპირებული“ უწოდა.

„როგორც ძველი ბიჭი ისე „იქაჩები“. შენ ხარ უნამუსო ადამიანი“, - მიმართა მელიამ კვირიკაშვილს.

თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ „პირველად გაიგო, პრემიერ-მინისტრი იგინებოდეს“.

„ვერ გავიმეორებ იმ სიტყვებს. პრემიერის მხრიდან კატასტროფული გინება ისმოდა. დაპირისპირება მოჰყვა ნიკა მელიას განცხადებას, რომ პრემიერმა არ იცის ქვეყანაში არსებული რეალური ვითარება. ამის მერე კვირიკაშვილმა დაიწყო გინება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ასევე იხილეთ: ცხარე კამათი მელიასა და კვირიკაშვილს შორის ლამის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა - მელია მანდატურებმა გააკავეს

ჩვენ ვართ ადამიანები და ჩვენ ჩვენი ღირსება გაგვაჩნია - კვირიკაშვილი ბოდიშს იხდის