loader

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი თრიალეთის ქუჩაზე დაჭრილი იპოვეს – პოლკოვნიკს დანა 7–ჯერ აქვს ჩარტყმული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი თრიალეთის ქუჩაზე დაჭრილი იპოვეს – პოლკოვნიკს დანა 7–ჯერ აქვს ჩარტყმული

დაცვის პოლიციის ტერიტორიაზე შსს-ს თანამშრომელი დაჭრილი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, შემთხვევა თრიალეთის ქუჩაზე მოხდა.

პოლიციის თანამშრომელი დაჭრილი ავტოსადგომზე ნახეს. მას ცივი იარაღით ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

პოლიციის თანამშრომლის დაჭრის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა საქმე თვითდაზიანებას ეხებოდეს.

აღსანიშნავია, რომ დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ვიდეოს "რუსთავი 2" ავრცელებს.

ასევე იხილეთ: როგორ გამოიყურება ადგილი თრიალეთის ქუჩაზე, სადაც დღეს პოლიციის თანამშრომელი დაჭრილი იპოვეს