loader

"ისევ იგივეს აკეთებს, ხელი არ დაადოთ" - რა რეაქცია ჰქონდა პრემიერს მელიას მორიგ გამოსვლაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ისევ იგივეს აკეთებს, ხელი არ დაადოთ" - რა რეაქცია ჰქონდა პრემიერს მელიას მორიგ გამოსვლაზე

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაურია. სხდომა რამდენიმე წუთით შეწყვეტილი იყო. ხმაური "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაიწყო.
კერძოდ, მელიამ პარლამენტის ტრიბუნიდან მთავრობის ლოჟისკენ გადაინაცვლა და მინისტრებს ახლო მანძილიდან მიმართავდა. პროცესი დეპუტატებს და მინისტრებს შორის სიტყვიერ შელაპარაკებაში გადაიზარდა.
ვითარების განმუხტვაში მანდატურის სამსახურის ჩარევა გახდა საჭირო. პარლამენტის თავმჯდომარემ ნიკა მელიას სხდომათა დარბაზის დატოვებისკენ რამდენჯერმე მოუწოდა. ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია და სხდომა განახლდა.

ასევე იხილეთ: ნიკა მელიას გამოსვლის შემდეგ პარლამენტში სიტუაცია დაიძაბა - მორიგი დაპირისპირება მელიასა და უმრავლესობას შორის