loader

"წამლისა და საჭმლის ფული არ აქვთ" - დევნილები გორის ადმინისტრაციულ შენობაში შეიჭრნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წამლისა და საჭმლის ფული არ აქვთ" - დევნილები გორის ადმინისტრაციულ შენობაში შეიჭრნენ

გორის ცენტრში მდებარე ადმინისტრაციულ შენობაში ხმაურია. ათობით დევნილი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის გორში ჩასვლას ითხოვს.

დევნილთა სამინისტრომ გუშინ გამოაქვეყნა იმ დევნილების სია, რომლებიც გორში აშენებულ მრავალსართულიან კორპუსებში 1, 2 და 3-ოთახიან ბინებს მიიღებენ. ადმინისტრაციულ შენობაში შეკრებილები აცხადებენ, რომ სიების შედგენა უსამართლოდ მოხდა და ათობით ისეთი ადამიანი დარჩა უბინაოდ, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ წელს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდებოდა.

აღნიშნულ დევნილებს საკუთარი სახლების დატოვება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 90-იან წლებში მოუხდათ. ამ წლების განმავლობაში კი ნათესავებთან, ყოფილი სასტუმროების შენობებში და სხვადასხვა ფართში ცხოვრობდნენ. დევნილები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან, ვიდრე სამინისტროს წარმომადგენლები არ შეხვდებიან და კონკრეტულ პასუხს არ გასცემენ.



ავტორი: ია თინიკაშვილი