loader

"ყველაზე დაუნდობლად აქ გავილახე" – პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყველაზე დაუნდობლად აქ გავილახე" – პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს

ყველაზე დაუნდობლად წინასწარი დაკავების იზოლატორში გავილახე, - ამის შესახებ ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებულმა ზვიად რატიანმა ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.

წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის ბრალდებულმა პოეტმა ზვიად რატიანმა გათავისუფლების შემდეგ პოლიციელების მხრიდან მისი დაკავებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის დეტალები გაიხსენა. რატიანი ყვება, რომ სამართალდამცველებმა მისი დაკავების შემდეგ დიღმის მასივში მთავარ სამმართველოში მიიყვანეს, სადაც იქ ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებით განმარტავს, რომ წინასწარი მოკვლევით ერთ-ერთი პოლიციელის შესაძლო სამსახურებრივი გადაცდომა იკვეთება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სწავლობს აღნიშნულ ფაქტს. პირველადი შესწავლის შედეგად, იკვეთება ორივე მხარის პასუხისმგებლობა. ამავე დროს, წინასწარი მოკვლევით იკვეთება ერთ-ერთი პოლიციელის შესაძლო სამსახურებრივი გადაცდომა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფაქტის საბოლოო გამოძიებამდე უფლებამოსილებას შეუჩერებს ზემოაღნიშნულ პოლიციელს. რაც შეეხება, მოქალაქე ზ.რ.-ს, იგი ამჟამად გათავისუფლებულია დროებითი მოთავსების იზოლატორიდან. ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. ჩვენი მიზანია, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით. შესაბამისად, სამინისტროს გენერალური ინსპექცია გადაცდომის თითოეულ ფაქტზე -ასეთის არსებობის შემთხვევაში, სამართლებრივ რეაგირებას მომავალშიც მოახდენს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.