loader

ჩატაევი და მისი თანამზრახველები დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმას გეგმავდნენ - სუსის საგანგებო ბრიფინგი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩატაევი და მისი თანამზრახველები დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმას გეგმავდნენ - სუსის საგანგებო ბრიფინგი

სუს-ი პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით 5 პირი დააკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ დღეს დილით თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში, დუისსა და ომალოში დაკავებულ იქნა საქართველოს 5 მოქალაქე: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი. დაკავებული პირები დაკავშირებულები არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს.


"მძინარეს ესროლეს" – რას ამბობს პანკისში, სპეცოპერაციის დროს დაჭრილის ბებია

კადრები პანკისის ხეობიდან, სადაც სპეცოპერაციის დროს სამი პირი დააკავეს