loader

დადიანზე ავტომანქანა ქალს დაეჯახა, რომელიც იქვე გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დადიანზე ავტომანქანა ქალს დაეჯახა, რომელიც იქვე გარდაიცვალა

თბილისში, ცოტნე დადიანის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც "პალიტრავიდეოს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება უკვე მიმდინარეობს.
"შეჯახების შედეგად გარდაცვლილია ქალბატონი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია", - აცხადებენ შსს-ში.

ავტორი: ანი სპარსიაშვილი