loader

"მე გადავწყვიტე, მომეყვანა აქ ჩემი ვაჟი" - რატომ მიიყვანა მიხეილ სააკაშვილმა შვილი უკრაინის სააპელაციო სასამართლოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე გადავწყვიტე, მომეყვანა აქ ჩემი ვაჟი" - რატომ მიიყვანა მიხეილ სააკაშვილმა შვილი უკრაინის სააპელაციო სასამართლოში

უკრაინის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით უკრაინის გენერალური პროკურატურის საჩივრის განხილვა დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში მეუღლე სანდრა რულოვსთან და უმცროს ვაჟთან, ნიკოლოზ სააკაშვილთან ერთად მივიდა. პროცესის დაწყებამდე მან ჟურნალისტებს განცხადებით მიმართა.

"ამ პროცესებისგან უკვე გული მერევა, მაგრამ მაინც დავდივარ ყველა დაკითხვასა თუ სასამართლოზე. ყველა უკრაინელმა იცის, რომ ეს უსამართლობაა. ამ სასამართლოსაც როგორმე გადავიტან, ამაზე უარესი ამბებიც გადამიტანია. გადავწყვიტე, მომეყვანა აქ ჩემი ვაჟი, იმიტომ, რომ ისტორიისთვის ეს ძალიან საინტერესო პრეცედენტია. როდესაც ის გაიზრდება, მას ემახსოვრება ეს პროცესი და ეცოდინება, როგორ გამოიყურებოდა საბჭოთა კავშირი", - განაცხადა სააკაშვილმა.