loader

რა ხდებოდა სასამართლოში, როდესაც მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდებოდა სასამართლოში, როდესაც მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილს მიხეილ სააკაშვილის მხადამჭერები სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ შეძახილებით შეხვდნენ.

სააკაშვილის მხარდამჭერების შეძახილები გაგრძელდა მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა. ინტერვიუს დასრულების შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილის მხადამჭერები პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილს შეძახილებითა და სტვენით სასამართლოს ეზომდე გაჰყვნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის ბრალდების ნაწილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლემ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


ავტორი: თორნიკე კოშკაძე