loader

რუსთავი- წითელი ხიდის გზაზე ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა - პირველი პირდაპირი კადრები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთავი- წითელი ხიდის გზაზე ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა - პირველი პირდაპირი კადრები ადგილიდან

რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალის რუსთავის მონაკვეთზე სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რუსთავის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და ამ დროისთვის მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზება.

არსებული ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსი წითელი ხიდიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტომაგისტრალის რუსთავის მონაკვეთზე მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ვიდეოს "ტვ ქვემო ქართლი" ავრცელებს.