loader

ექიმის კომენტარი ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელიც რუსთავში სადარბაზოში იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექიმის კომენტარი ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელიც რუსთავში სადარბაზოში იპოვეს

კლინიკა "რუსთავის" სამშობიარო განყოფილების უფროსის, ბადრი გელენავას განცხადებით, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ნაპოვნი ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც ბადრი გელენავამ განაცხადა, ჩვილს ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდა, კლინიკაში მიყვანისას სხეულის ტემპერატურა ნორმაში იყო.

"ჩვილი ამ დროისთვის ჩვენთან რჩება. ველოდებით სოციალურ სამსახურს და უახლოეს პერიოდში მოხდება ალბათ მისი გადაყვანა ჩვილ ბავშვთა სახლში", - განაცხადა ბადრი გელენავამ.

7 იანვარს, რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში მოქალაქეებმა ჩვილი იპოვეს და სამართალდამცველებს შეატყობინეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე 127-ე მუხლით აღიძრა და მიმდინარეობს გამოძიება.