loader

"დღეს დილით გადაგვყავდა და სპეციალურად მომიკლეს შვილი" - თემირლან მაჩალიკაშვილის დედა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღეს დილით გადაგვყავდა და სპეციალურად მომიკლეს შვილი" - თემირლან მაჩალიკაშვილის დედა

ამას ისე არ დავტოვებ, ვინც დამნაშავეა, სათითაოდ მოვუღებ ბოლოს, - ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, აიზა მარგოშვილმა საავადმყოფოში განაცხადა. თემირლან მაჩალიკაშვილის დედის თქმით, მისი შვილი დღეს დილით უნდა გადაეყვანათ თურქეთის კლინიკაში სამკურნალოდ.

"დღეს დილით უნდა გადაგვეყვანა და სპეციალურად მომიკლეს შვილი ამ ფაშისტებმა არაფრის გულისთვის", - განაცხადა აიზა მარგოშვილმა.

ამ წუთებში წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი ორი კვირის განმავლობაში მკურნალობას გადიოდა, მისი ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან.


ავტორი: ნარიტა ჩხაიძე

"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება სპეციალურად ხომ არ მოხდა" - თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატი

თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ კლინიკის ტერიტორია დატოვა – კადრები ადგილიდან

პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა

მაჩალიკაშვილის მამა: არ უნდათ ჩემი შვილის გადაყვანა გერმანიაში, ან თანხების გამო იკავებენ თავს, რადგან 200 000 ევრო ჯდება მკურნალობა

"ერთი სპეცრაზმელი მეორეს აგინებდა დედას და ცდილობდა მისთვის იარაღის წართმევას" – მაჩალიკაშვილის მამა სპეცოპერაციის ღამის დეტალებს იხსენებს