loader

რას ჰყვებიან ე.წ. სტამბოლის ბაზრის თანამშრომლები სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ჰყვებიან ე.წ. სტამბოლის ბაზრის თანამშრომლები სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაზე

რუსთავში გუშინ ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორი, ყოფილი პარლამენტარი და გენერალი სამსონ ქუთათელაძე მოკლეს. ეჭვმიტანილის ვინაობა და მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

წინასწარი ინფორმაციით, ქუთათელაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ბაზრის მოვაჭრეები ამბობენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ და მკვლელობა, სავარაუდოდ, მაყუჩიანი პისტოლეტით არის ჩადენილი.

გარდაცვლილის ნაცნობები და ბაზრის ერთ-ერთი მეწილე უზი ნონი ამბობენ, რომ სამსონ ქუთათელაძეს კონფლიქტი არავისთან ჰქონია და ვერსიებზე საუბარი უჭირთ.