loader

"მკვლელობის დღეს ბაზარში ვიყავი" - გიორგი ჭანტურიას პირველი კომენტარი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მკვლელობის დღეს ბაზარში ვიყავი" - გიორგი ჭანტურიას პირველი კომენტარი

სამართალდამცავები სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიების პროცესში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას და მისი მეუღლის საცხოვრებელ სახლებში რუსთავსა და თბილისში დღეს განმეორებითი ჩხრეკის ჩატარებას აპირებენ, - ამის შესახებ ინფორმაცია გიორგი ჭანტურიამ ”ინტერპრესნიუსს” თავად დაუდასტურა. ის ამ დროისთვის რუსთავში იმყოფება.

გიორგი ჭანტურიამ ასევე დაადასტურა ორი დღის წინ მისი ოჯახის წევრების და ადვოკატების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მასზე დაკავების დროს სამართალდამცავები ზეწოლას ახორციელებდნენ იმისათვის, რომ დანაშაული ეღიარებინა.




ავტორი: მარი ვარდოშვილი