loader

გიორგი გიორგანაშვილის (ბახალას) პროცესის დასრულების შემდეგ თორნიკე ბზიავა და ბექა წიქარიშვილი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი გიორგანაშვილის (ბახალას) პროცესის დასრულების შემდეგ თორნიკე ბზიავა და ბექა წიქარიშვილი დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურმა მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმის დასრულების შემდეგ თორნიკე ბზიავა და ბექა წიქარიშვილი დააკავა.

მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნული პირების მხრიდან იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა საქალაქო სასამართლოს ეზოში, რაც გახდა მათი დაკავების მიზეზი. ასევე, ბექა წიქარიშვილმა და თორნიკე ბზიავამ საქალაქო სასამართლოს კარს დაკავებამდე აგური ესროლეს.

აღნიშნული ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს მოსამართლე შორენა გუნცაძემ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბექა წიქარიშვილი და თორნიკე ბზიავა თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურმა სასამართლოს ეზოში დააკავა. არსებული ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

როგორც მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები პირად საუბარში აცხადებენ, ბექა წიქარიშვილი და თორნიკე ბზიავა ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულნი.

რა ხდებოდა სასამართლოში, როდესაც "ბახალას" 8-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს

"ბახალა" დარბაზშივე დააკავეს - მსახიობს სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა