loader

"სტამბოლის ბაზრის" მეწილის შვილის სკანდალური განცხადება - იყო თუ არა დაპირისპირება ჭანტურიასა და ქუთათელაძეს შორის? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სტამბოლის ბაზრის" მეწილის შვილის სკანდალური განცხადება - იყო თუ არა დაპირისპირება ჭანტურიასა და ქუთათელაძეს შორის?

იყო თუ არა დაპირისპირება ჭანტურიასა და ქუთათელაძეს შორის - "სტამბოლის ბაზრის" ერთ-ერთი მეწილის შვილი სკანდალურ განცხადებას აკეთებს. დავით ბლუაშვილის მტკიცებით, ბოლოს, როდესაც ის სამსონ ქუთათელაძეს შეხვდა, მან გიორგი ჭანტურიასთან კონფლიქტის შესახებ უამბო.

ბლუაშვილის განმარტებით, ჭანტურიასა და ქუთათელაძეს შორის კონფლიქტი ბაზრის ფართის თაობაზე იყო, თუმცა ითხოვდა თუ არა ჭანტურია რაიმე დამატებით ფართს ბაზარში, ბლუაშვილის თქმით, ქუთათელაძეს ეს არ უხსენებია. მისივე ინფორმაციით, ქუთათელაძეს პირადად მასთან არაერთხელ უსაუბრია ჭანტურიასთან კონფლიქტური ურთიერთობის შესახებ.