loader

პეკინის გამზირზე "დელფოსის" მაღაზია გაქურდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პეკინის გამზირზე "დელფოსის" მაღაზია გაქურდეს

პეკინის გამზირზე "დელფოსის" მაღაზია გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციით, გამვლელებმა შენიშნეს, რომ მაღაზიის კარი ღია იყო და ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს. არსებული ინფორმაციით, მაღაზიიდან ძვირფასეულობა არ არის წაღებული, თუმცა ბოროტმოქმედებმა, სავარაუდოდ, სალაროდან ფულის წაღება მოახერხეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ.