loader

პანკისის ხეობის უხუცესები და სალაფიტური თემის წარმომადგენლები მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პანკისის ხეობის უხუცესები და სალაფიტური თემის წარმომადგენლები მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ

პანკისის ხეობის მოსახლეობა მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს. ამის შესახებ უხუცესებმა და სალაფიტური თემის წარმომადგენლებმა დღეს მაჩალიკაშვილების სახლში საგანგებო განცხადება გააკეთეს.

მათი თქმით, საჭიროა, დაუყოვნებლივ მოხდეს გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა, რათა გამოძიება არ გაჭიანურდეს და ობიექტურად წარიმართოს.

ადგილობრივები ასევე მოითხოვენ პასუხს, თუ რატომ ჩატარდა ასეთი მეთოდებით სპეცოპერაცია და რატომ ესროლეს მძინარე ახალგაზრდას.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.



ავტორი: ნათია წითელაური