loader

გერმანიაში ქურდობისთვის საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს - მათ ქალაქის ცენტრში მდებარე მაღაზიები ექვსჯერ გაქურდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გერმანიაში ქურდობისთვის საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს - მათ ქალაქის ცენტრში მდებარე მაღაზიები ექვსჯერ გაქურდეს

გერმანიაში, ქალაქ მაინცში მაღაზიაში ქურდობისთვის საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, საუბარია 43 წლის ქალზე და 46 წლის მამაკაცზე.
პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულებმა სულ მცირე ექვსჯერ გაქურდეს ქალაქის ცენტრში მდებარე მაღაზიები. მათ 6 860 ევროს ოდენობის საქონლის მოპარვა ედებათ ბრალად.
გამოძიების განცხადებით, მათ ტანსაცმლის მაღაზიიდან 6 200 ევროს ღირებულების, ხოლო პარფიუმერიის მაღაზიიდან 660 ევროს ოდენობის საქონელი წაიღეს.