loader

სოფელ რუხში საავადმყოფოს მშენებლობაზე მამაკაცი გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოფელ რუხში საავადმყოფოს მშენებლობაზე მამაკაცი გარდაიცვალა

ზუგდიდში, სოფელ რუხში მშენებლობაზე მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მამაკაცი ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ექიმების თქმით, მას სახეზე ნაკაწრები და პირიდან სისხლდენა აღენიშნებოდა.

ცხედარი ქუთაისის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. მომხდართან დაკავშირებით შსს-ს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე ძიება აქვს დაწყებული.