loader

"უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე" - კახა კალაძის პირველი კომენტარი ჭერის ჩამონგრევაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე" - კახა კალაძის პირველი კომენტარი ჭერის ჩამონგრევაზე

ძალიან მკაცრი რეაგირება მოყვება ამ კონკრეტულ ფაქტს და უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა, რომელიც მეტროსადგურ "ვარკეთილთან", შემთხვევის ადგილზე მივიდა.

მისი თქმით, აღნიშნულ მეტროსადგურში სამუშაოები აგვისტოში დასრულდა, სექტემბერში კი ექსპლუატაციაში შევიდა. კალაძის განცხადებით, იგივე კომპანიამ ჩაატარა სამუშაოები მეტროსადგურში "ახმეტელის თეატრში", ამიტომ "დღესვე დაიწყება გადამოწმება, თუ როგორ არის სამუშაოები ჩატარებული, რათა ყველა უბედურება იყოს თავიდან აცილებული".

"საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. სამწუხაროდ, დაშავდა 11 ადამიანი. მოხდა ჭერის ჩამონგრევა. ამჟამად ყველა დაშავებული გადაყვანილია კლინიკებში. ველოდებით კრიმინალისტებს, რომ დაიწყონ შესწავლა, თუ რა მოხდა რეალურად. ნამდვილად სამწუხაროა ეს ფაქტი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მშენებლობებს, მის ხარისხს. ძალიან მკაცრი რეაგირება მოყვება ამ კონრეტულ ფაქტს და უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე.

თუ ვისი პასუხისმგებლობაა დღეს მომხდარ ამბავში, ამას დაადგენენ შესაბამისი სამსახურები", - აღნიშნა კალაძემ.



ავტორი: ნარიტა ჩხაიძე


"დავინახე, რომ მთლიანი ჭერი ჩემკენ ეცემა, საშინელი სანახავი იყო, ისტერიულად ვყვიროდი" – თვითმხილველი მეტროში მომხდარს დეტალურად იხსენებს

როგორ გამოიყურება ვარკეთილის მეტრო ჭერის ჩამონგრევის შემდეგ - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან