loader

მეტრო "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრევის საქმეზე მერიის "სატრანსპორტო კომპანიის" მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები იკითხებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეტრო "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრევის საქმეზე მერიის "სატრანსპორტო კომპანიის" მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები იკითხებიან

მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრევის საქმეზე თბილისის მერიის "სატრანსპორტო კომპანიის" მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები იკითხებიან. დაკითხვაზე იმყოფებიან შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" სამშენებლო სამსახურის, სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობისა და მონიტორინგის განყოფილების ორი მოქმედი და ერთი ყოფილი თანამშრომელი.

დაკითხვა ისნის პოლიციის მე-8 განყოფილებაში მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებენ. როგორც ცნობილია, მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.