loader

კიევი-თბილისის ავიარეისის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა - რა გახდა ავარიის მიზეზი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კიევი-თბილისის ავიარეისის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა - რა გახდა ავარიის მიზეზი?

კიევი-თბილისის ავიარეისის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა. მიზეზი სავარაუდოდ, თვითმფრინავის სამუხრუჭე სისტემის გაუმრთაობა გახდა.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილმა თვითმფრინავმა თბილისის გარშემო ორჯერ დაუგეგმავად გააკეთა წრე. საბოლოოდ, 20 წუთის დაგვიანებით, თვითმფრინავი ბილიკზე ავარიულად, მაღალი სიჩქარით დაეშვა. დაშვებისას სამუხრუჭე ფრთები არ გაშლილა.

აეროპორტში დაშვებამდე მფრინავმა და რეისის ეკიპაჟმა მგზავრებს საინფორმაციო ინსტრუქტაჟი ჩაუტარა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ავარიულად დაშვების დროს.

თვითმფრინავს აეროპორტში სახანძრო და სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი და პოლიცია დახვდა. ავარიულად დაშვების გამო არც მგზავრები და არც თვითმფრინავი არ დაზიანებულან.