loader

22 წლის ბიჭი თანატოლმა გოგომ დაჭრა - რა მოხდა რუსთავში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

22 წლის ბიჭი თანატოლმა გოგომ დაჭრა - რა მოხდა რუსთავში

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ბიჭი მისივე თანატოლმა გოგომ დაჭრა. მამაკაცი სისხლდენით ერთ-ერთ სუპერმარკეტთან თანამშრომლებმა შენიშნეს, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ჯგუფები გამოიძახეს. დაჭრილი ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ქირურგიული ოპერაციები ჩაუტარდა. ამ დროისთვის დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.