loader

რუსთავის სკოლაში 8 მოსწავლე შეუძლოდ გახდა - რა მოხდა მე-16 საჯარო სკოლაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთავის სკოლაში 8 მოსწავლე შეუძლოდ გახდა - რა მოხდა მე-16 საჯარო სკოლაში

რუსთავის მე-16 საჯარო სკოლაში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების გამოძახება გახდა საჭირო. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მე-7 კლასის 8 მოსწავლე ერთდროულად ცუდად გახდა. ბავშვებს მუცლის არში ტკივილის შეგრძნება აქვთ.

მოსწავლეების შეუძლოდ გახდომის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა როგორც სკოლაში აცხადებენ, ეს შესაძლოა სასმელ წყალს უკავშირდებოდეს. ამასთან, ერთ-ერთი მშობლის თქმით, გუშინ სკოლაში მუქი ფერის შეფერილობის წყალი მოდიოდა.