loader

მოზარდების მასობრივი ჩხუბი დიდუბეში სიგარეტის მოთხოვნის გამო - რას ჰყვებიან დაპირისპირების მონაწილე ახალგაზრდები? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოზარდების მასობრივი ჩხუბი დიდუბეში სიგარეტის მოთხოვნის გამო - რას ჰყვებიან დაპირისპირების მონაწილე ახალგაზრდები?

თბილისში, რამდენიმე მოზარდს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი არასრულწლოვანი დაშავდა.

შემთხვევა მეტრო "დიდუბის" ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. დაშავებულები იაშვილის კლინიკაში არიან გადაყვანილი. 15 და 16 წლის ახალგაზრდებს სხეულის მსუბუქი დაჟეჟილობა აღენიშნებათ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.
მოზარდების ჩხუბს "რუსთავი 2" ეხმაურება.