loader

ვინც უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმს დაარღვევს, დამატებითი ფინანსური პასუხისმგებლობა დაეკისრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინც უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმს დაარღვევს, დამატებითი ფინანსური პასუხისმგებლობა დაეკისრება

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა. მათ, ვინც უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმს დაარღვევს სანქციები დაეკისრება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაირკვა, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევას, მთავრობა კონკრეტული ღონისძიებებით გეგმავს. როგორც ცნობილია, იგეგმება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რაც კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივებს ითვალისწინებს.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ ინიციატივის მიხედვით, შენგენის ზონაში, კანონის დარღვევით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ფინანსური პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.