loader

„საქართველოს ფოსტის“ თანამშრომელი ამანათების ქურდობისთვის დააკავეს - რა ნივთები ამოიღო და რამდენი პირი დააკავა შსს-მ 1-5 თებერვლის განმავლობაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„საქართველოს ფოსტის“ თანამშრომელი ამანათების ქურდობისთვის დააკავეს - რა ნივთები ამოიღო და რამდენი პირი დააკავა შსს-მ 1-5 თებერვლის განმავლობაში

სამართალდამცველებმა საქართველოს ფოსტის საერთაშორისო საფოსტო გზავნილების გაცვლის ცენტრის დახარისხების ოპერატორი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფარულად, არაერთხელ დაეუფლა მოქალაქეების კუთვნილ ამანათებსა და მცირე პაკეტებს. პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი სახლის და მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.

შსს-ს ინფორმაციით, სამინისტროს თანამშრომლებმა 1-5 თებერვალს ქურდობის ბრალდებით სულ 8 პირი დააკავა: ბათუმში - 1, თბილისში - 2, გორში - 1, კახეთში -1, მცხეთა-მთიანეთში - 3. გურიაში ქურდობის ფაქტზე მხილებულია 1 არასრულწლოვანი. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.