loader

რესტორნის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ გამოჰყავთ მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რესტორნის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ გამოჰყავთ მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმელებს

სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის დაკავების ახალი კადრები ვრცელდება. კადრებში ჩანს, როგორ შევიდა სპეცრაზმის რამდენიმე წევრი კიევში მდებარე ქართულ რესტორანში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა და როგორ გამოჰყავთ ის რესტორნიდან.

კადრების მიხედვით, რომელიც რესტორნის სათვალთვალო კამერით არის გადაღებული, მიხეილ სააკაშვილი რესტორნიდან ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი ქართულ რესტორანში გუშინ დააკავეს და მისი დეპორტაცია პოლონეთში განახორციელეს. ამ დროისთვის სააკაშვილი ვარშავაში იმყოფება.


უახლესი ინფორმაცია სააკაშვილის შესახებ - რას ჰყვება საქართველოს ექს პრეზიდენტის უკრაინელი ადვოკატი

"ამიკრეს თვალები, პირი და ყველაფერი, რისი დაფარვაც შეიძლებოდა" - სააკაშვილი დაკავების დეტალებზე

რამდენიმეწამიან ვიდეოში ჩანს, როგორ შეიჭრნენ სპეცრაზმელები რესტორანში სააკაშვილის დასაჭერად