loader

თბილისის ერთ-ერთ საამქროში ჯანმრთელობისთვის საშიშ სუნელს ამზადებდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის ერთ-ერთ საამქროში ჯანმრთელობისთვის საშიშ სუნელს ამზადებდნენ

სამართალდამცველებმა ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში მდებარე ერთ-ერთ საამქროში ამზადებდა სხვადასხვა დასახელების სუნელს, რისთვისაც იყენებდა მცენარეებს და საღებავებს, მათ შორის, არასაკვები დანიშნულების, რომელიც საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება 198-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.