loader

რომში მიწამ მანქანები "ჩაყლაპა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომში მიწამ მანქანები "ჩაყლაპა"

რომში, მჭიდროდ დასახლებულ ქუჩაზე მიწა ჩავარდა და რამდენიმე ავტომობილი ჩაიყოლა. შემთხვევა ადგილობრივი დროით, საღამოს 18:00 საათზე მოხდა. მიწა იმ ადგილთან ახლოს ჩავარდა, სადაც კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა და დაახლოებით 10 მეტრის სიღრმეზე ჩაიყოლა ათამდე ავტომობილი.

იტალიურ ტელეარხთან საუბარში ადგილობრივები ამბობენ, რომ ქალაქის სხვადასხვა უწყებას რამდენჯერმე მიმართეს გზაზე გაჩენილი ბზარების გამო. მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსებიდან, მაშველებმა 22 ოჯახის ევაკუაცია მოახდინეს. შემთხვევის შედეგად დაზარალებულები არ არიან.

რომის მერმა ვირჯინია რაგიმ იტალიურ სააგენტოსთან საუბარში აღნიშნა, რომ "შემთხვევის გამო პასუხისმგებლები დაისჯებიან".