loader

საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა იანვარში 745 შეადგინა - გერმანიის შსს-ს სტატისტიკა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა იანვარში 745 შეადგინა - გერმანიის შსს-ს სტატისტიკა

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკა გაასაჯაროვა. შესაბამისი ინფორმაცია გერმანიის შსს-დან გამოცემა Die Welt-მა გამოითხოვა. გერმანიის შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის სექტემბერში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 238-მა მოქალაქემ მოითხოვა, შემდეგ თვეებში აღნიშნული რიცხვი იზრდებოდა.

კერძოდ, ოქტომბერში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა 355, ნოემბერში - 444, დეკემბერში - 522, იანვარში კი - 745 შეადგინა. გერმანიის პარლამენტში "ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირისა" და "ქრისტიანულ-სოციალური კავშირის" ფრაქციის სპიკერის, სტეფან მაიერის განცხადებით, ეს საკითხი დროულ მიდგომას საჭიროებს.