loader

ძაღლი ტიფანი თბილისის მთავრობის სხდომებს ესწრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძაღლი ტიფანი თბილისის მთავრობის სხდომებს ესწრება

ტიფანი მედიის ყურადღების ეპიცენტრში - თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის გასაშუქებლად მერიაში მისულ ჟურნალისტებს სათათბირო კაბინეტში ძაღლების თავშესაფრის ყოფილი ბინადარიც დახვდათ. კახა კალაძესა და დედაქალაქის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, მერიაში სხდომას ტიფანიც ესწრებოდა. მერიის ახალ ბინადართა ფოტოები ჟურნალისტებმაც გადაიღეს. ძაღლი კახა კალაძემ მერიაში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან 13 თებერვალს წაიყვანა. თბილისის მერის განცხადებით, თავშესაფარში არსებულ გაუსაძლის პირობებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ერთ დროს უპატრონო ძაღლი კი ახლა თბილისის მთავრობის სხდომებს ესწრება.