loader

ადგილი, სადაც 21 წლის გოგო ცივი იარაღით მოკლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ადგილი, სადაც 21 წლის გოგო ცივი იარაღით მოკლეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო თემქის დასახლებაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის აღმოჩენის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს. შსს-ს ცნობით, 21 წლის გოგონას სხეულში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.

"დღეს დილით, გამთენიისას, თბილისში, თემქის დასახლებაში, აღმოჩენილ იქნა ახალგაზრდა ქალის ცხედარი, რომელსაც, პირველადი ინფორმაციით, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია - იგი არის 1997 წელს დაბადებული ა.ნ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტი ინტენსიურ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს გარდაცვლილის ოჯახის წევრების გამოკითხვა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს108-ე მუხლით დაიწყო", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.



ავტორი: ნარიტა ჩხაიძე

იხილეთ ასევე:

"ვიღაცამ სასტიკად მოკლა" - რას ყვება მეზობელი თემქაზე 21 წლის გოგონას მკვლელობაზე

მკვლელობა თბილისში - 21 წლის გოგო ცივი იარაღით მოკლეს

"გამოძიებამ უკვე იცის იმ მანქანის სერია, ნომერი და ასევე ფერი, რომლითაც დამნაშავე მოვიდა" - ახალი დეტალები 20 წლის გოგოს მკვლელობაზე