loader

ანა ნაცვლიშვილის ცხედარი ყელგამოღადრული ესვენა, მას 7 სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული - პროკურორი საზარელი მკვლელობის დეტალებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანა ნაცვლიშვილის ცხედარი ყელგამოღადრული ესვენა, მას 7 სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული - პროკურორი საზარელი მკვლელობის დეტალებზე

თემქაზე ახალგაზრდა გოგონას მკვლელობის საქმის პროკურორის, გრიგოლ ბიბილაშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილს თავისა და კისრის არეში დანით 7 ჭრილობა აქვს მიყენებული.

როგორც პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, ბრალდებულმა ლადო გრიგალაშვილმა, რომელსაც მოკლულთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, გოგონა შურისძიების მოტივით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეფარდების დასაბუთებისას ბიბილაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ბრალდებულის სასტიკ ქმედებას.