loader

გიორგი სანაიას ოჯახი პროკურატურას მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი სანაიას ოჯახი პროკურატურას მიმართავს

2001 წელს, საკუთარ სახლში მოკლული ჟურნალისტის, გიორგი სანაიას ოჯახი პროკურატურას მიმართავს, პატიმარ კოტე ციხისთავის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყოს. გიორგი სანაიას ძმა, ჟურნალისტი ვახო სანაია მოითხოვს, დაიკითხოს ყველა ის პირი შევარდნაძის მთავრობის მაღალჩინოსნები, ვინც ფიგურირებს კოტე ციხისთავის განცხადებაში. მისივე თქმით, სატელევიზიო სიუჟეტის გასვლის შემდეგ საგამოძიებო ორგანოდან ოჯახს არავინ დაკავშირებია. 24 თებერვალი გიორგი სანაიას დაბადების დღეა. მას 43 წელი შეუსრულდებოდა.