loader

"ვერ შევუსრულეთ ბოლო სურვილი" - გია მაისაშვილი გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვერ შევუსრულეთ ბოლო სურვილი" - გია მაისაშვილი გარდაიცვალა

56 წლის ასაკში პოლიტიკოსი და "ლიდერთა სკოლის" დამფუძნებელი გია მაისაშვილი გარდაიცვალა. მაისაშვილი ბოლო რამდენიმე წელია მძიმე სენს ებრძოდა. მას თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი 2015 წელს დაუსვეს. ოპერაციისა და ქიმიოთერაპიის შემდეგ მაისაშვილმა ვერაგი დაავადება დაამარცხა, თუმცა შედეგი ხანმოკლე აღმოჩნდა...

გია მაისაშვილის მეგობარი მიხეილ ცილიკიშვილი მისი გარდაცვალების შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"გიო აღარ გვყავს... დიდი მამულიშვილი დაკარგა საქართველომ. ვერ შევუსრულეთ ბოლო წადილი, სამშობლოში დაელია სული. აცხონოს უფალმა მისი ქართული, ნაღდი სული..."

მაისაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია AMBEBI.GE-ს მისმა ძმამაც დაუდასტურა.

პოლიტიკოსი ბოლო წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, თუმცა მისი მდგომარეობა უკანასკნელ დროს ძალიან დამძიმდა და ფაქტობრივად, უიმედო იყო. ოჯახი და მეგობრები მის საქართველოში გადმოყვანას ითხოვდნენ და ამბობდნენ, რომ ეს მისი უკანასკნელი სურვილი იყო, თუმცა არ დასცალდათ.