loader

შენობაში, სადაც ხანძარია, დიზელის საწვავი იყო, თუმცა მისი დროულად ლოკალიზება მოხდა - გიორგი მღებრიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შენობაში, სადაც ხანძარია, დიზელის საწვავი იყო, თუმცა მისი დროულად ლოკალიზება მოხდა - გიორგი მღებრიშვილი

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, შენობაში, სადაც ამ წუთებში ხანძარია, დიზელის საწვავი იყო, თუმცა მისი დროულად ლოკალიზება მოხდა. მისივე თქმით, ცეცხლის სხვა ფართზე ან შენობებზე გადასვლის საფრთხე არ არსებობს.

"შენობაში იყო დიზელის საწვავი. მოხდა მისი ლოკალიზება. ასე რომ, იმის საშიშროება არ არის, რომ ცეცხლი გადავიდეს სხვა ფართსა და სხვა შენობაზე",- განაცხადა მღებრიშვილმა.

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, მღებრიშვილის განცხადებით, ამაზე საუბარი ამ დროისთვის ნაადრევია.

ავტორი: ნიკა საჯაია