loader

"უსირცხვილოდ და არაკაცურად ბინა წაგვართვა" - გამოსახლება კახეთში, რომელიც 6 წლის ბავშვის გამო დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უსირცხვილოდ და არაკაცურად ბინა წაგვართვა" - გამოსახლება კახეთში, რომელიც 6 წლის ბავშვის გამო დაიწყო

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ალადაშვილების ოჯახი საცხოვრებელი სახლიდან გამოასახლა. ალადაშვილებმა მამაპაპისეული საცხოვრებელი სახლი მძახლებთან ოჯახური კონფლიქტის შედეგად დაკარგეს. ოჯახის უფროსი ბესიკ ალადაშვილი ამბობს, რომ მისმა მძახალმა სახლი მოტყუებით დაისაკუთრა. წლების წინ ბესიკ ალადაშვილმა მის მძახალს, დავით ობოლაშვილს სახლი საკუთარი სურვილით იმ მიზეზით გადაუფორმა, რომ საბანკო დავალიანების გამო ბინა არ დაეკარგა.

კონფლიქტი მძახლებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად დაიღუპა. სასამართლომ 6 წლის გოგონაზე მეურვეობა ოჯახის უფროსს, ბესიკ ალადაშვილს დააკისრა. სწორედ ეს გადაწყვეტილება გახდა მწვავე დაპირისპირების მიზეზი.

ღია ცის ქვეშ დარჩენილი ოჯახი მძახლების გაღიზიანებას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს და ამბობს, რომ ობოლაშვილებმა ბინის დასაკუთრება იმ მიზეზით გადაწყვიტეს, რომ უსახლკაროდ დარჩენილ მეურვეებს სასამართლო ბავშვს აღარ მიაკუთვნებდა. აღნიშნულ ბრალდებებს ობოლაშვილები უარყოფენ და გადაწყვეტილების შეცვლის შემთხვევაში დავას სასამართლოში განაგრძობენ.


ასევე დაგაინტერესებთ:

ტრაგედია, რომელიც მთელ საქართველოს შეძრავს


წყარო