loader

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მთავარი მტერი დაასახელა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მთავარი მტერი დაასახელა

რუსეთის პრეზიდენტმა პარლამენტის ორივე პალატის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის მთავარი მტერი დაასახელა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მთავარი მტერი და საფრთხე ჩამორჩენაა.

"საქმე ის კი არ არის, რომ ვიღაცა მოვა, ჩვენს მიწებს მიიტაცებს და ააოხრებს. საქმე ასე არ დგას. ჩვენი მთავარი საფრთხე და მტერი ჩამორჩენაა. თუ ჩვენ ამ სიტუაციას ვერ გავუმკლავდებით, ის უფრო გამძაფრდება. ეს რთული ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ ორგანიზმს ანადგურებს", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, თუ რუსეთი ამ პრობლემას არ გადაჭრის, რუსეთს არ ექნება მომავალი.

"ყველაფერი ის უნდა მოვიშოროთ, რაც ჩვენს წინსვლას და განვითარებას ამუხრუჭებს. თუ ამას არ ვიზამთ, ჩვენს შვილებს, ჩვენს ქვეყანას მომავალი არ ექნება. ჩვენ განვითარების ისეთი დინამიკა უნდა უზრუნველვყოთ, რომ არც ერთმა დაბრკოლებამ ხელი არ შეგვიშალოს დამოუკიდებლად წინსვლაში. ჩვენ თვითონ უნდა განვსაზღვროთ ჩვენი მომავალი", - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.


ასევე დაგაინტერესებთ:


დიმიტრი მედვედევის გამომეტყველება, როდესაც ტრიბუნასთან ვლადიმერ პუტინი დგას