loader

რა ვერ აღმოაჩინა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზამ? - ე.წ. სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა ბრიფინგი გამართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვერ აღმოაჩინა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზამ? - ე.წ. სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა ბრიფინგი გამართა


არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზამ ტრავმების კვალი ვერ აღმოაჩინა, - ამის შესახებ ექიმმა, სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა ინალ ტეხოვმა ცხინვალში ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ტატუნაშვილის ცხედარს მან ექსპერტიზა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის რესპუბლიკური ბიუროს პროზექტურაში 22-23 თებერვალს ჩაუტარა. მან ასევე აღნიშნა, რომ გულის გამოკვლევისას დადგენილია იშემიის ზონის სახით მწვავე სისხლძარღვოვანი უკმარისობის ნიშნები. 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.