loader

საფრანგეთის ელჩი: "გვინდა ქუთაისის აეროპორტში კონტროლი გავამკაცროთ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საფრანგეთის ელჩი: "გვინდა ქუთაისის აეროპორტში კონტროლი გავამკაცროთ"

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საფრანგეთში კრიმინალს სჩადიან, მათი სამარცხვინო საქციელის გამო არ გვინდა დავსაჯოთ ის ღირსეული ადამიანები, რომლებიც ვიზალიბერალიზაციას ღირსეულად იყენებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საფრანგეთის ელჩმა განუცხადა.

ელჩის თქმით, მოიმატა როგორც თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვმა, ასევე კრიმინალის რიცხვმა საფრანგეთში და "ასე თუ გაგრძელდება, შესაძლოა, რაღაც გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული". ამასთან, პასკალ მენიეს არ დაუკონკრეტებია, რა შესაძლო გადაწყვეტილებებს გულისხმობდა. დიპლომატის განმარტებით, ამან საფრანგეთსა და გერმანიაში დიდი დებატები გამოიწვია და განიხილავდნენ, მიეცათ თუ არა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის თაობაზე თანხმობა. ელჩის განცხადებით, მთავარი მიზეზი, რაც გერმანიას და საფრანგეთს აშფოთებდა, ეს იყო ქართველების მხრიდან ევროპაში ჩადენილი კრიმინალი.