loader

ჩხუბი სამარშრუტო ტაქსის მძღოლებს შორის თბილისში: მამაკაცმა 4 ადამიანი დაჭრა და შემდეგ თავი დაიჭრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩხუბი სამარშრუტო ტაქსის მძღოლებს შორის თბილისში: მამაკაცმა 4 ადამიანი დაჭრა და შემდეგ თავი დაიჭრა

თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე მომხდარ დაჭრაში ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია. ამის შესახებ შს სამინისტროში განაცხადეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცივი იარაღით ჯერ თვითდაზიანებები მიყენა, შემდეგ კი მასთან ერთად მყოფი სამი ადამიანი დაჭრა.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირები, სამარშრუტო ტაქსის მძღოლები არიან, რომლებიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ. დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მძიმეა ეჭვმიტანილი პირის მდგომარეობა, რომელსაც გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.