loader

ჩხუბი ავტობუსის მძღოლებს შორის: მამაკაცმა 4 პირი დაჭრა და შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩხუბი ავტობუსის მძღოლებს შორის: მამაკაცმა 4 პირი დაჭრა და შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა

გახოკიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სადაც შუახნის მამაკაცმა მასთან ერთად მყოფი ოთხი პირი დაჭრა და შემდგომ თვითდაზიანებები მიიყენა, შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, მიმდინარე წლის 7 მარტს, საღამოს, თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე, N150 ავტობუსის მძღოლები კვების ერთ-ერთ ობიექტში იმყოფებოდნენ. ობიექტიდან გამოსვლის შემდეგ,ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ მძღოლებს სამარშრუტო ტაქსიში ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ.

უწყების ინფორმაციით, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ერთ-ერთმა მძღოლმა - 1960 წელს დაბადებულმა ი.ჩ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა თანმხლებ პირებს - ამავე ავტობუსის მძღოლებს: 1977 წ.დ. ა. ზ-ს, 1965 წ.დ. გ. კ-ს, 1967 წ.დ. ვ. ი.-ს და 1961 წ.დ. გ. კ.-ს, რის შემდეგაც თვითდაზიანება მიიყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა. პოლიციამ იგი ადგილზევე დააკავა და საავადმყოფოში გადაიყვანა.