loader

"ლურჯი ვეშაპი" ქართულ ინტერნეტსივრცეში - რა პასუხი აქვს შსს-ს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ლურჯი ვეშაპი" ქართულ ინტერნეტსივრცეში - რა პასუხი აქვს შსს-ს?

დიღომში, 17 წლის მოზარდის სუიციდის მცდელობასთან დაკავშირებული საქმის გამოძიების პროცესში, კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს გამომძიებლები ჩაერთვნენ, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "დღის თემაში" შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე რატი გარდაფხაძემ განაცხადა.

გარდაფხაძემ ბოლო პერიოდში მოზარდების თვითმკვლელობებისა და სუიციდის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოძიებამ ამ საქმეებზე 100-ზე მეტი მოზარდი გამოკითხა. მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ, დიღომში მომხდარ შემთხვევაზე, მოზარდის ოჯახის წევრების გამოკითხვა ხვალ მოხდება.