loader

მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე ვერაზე - მოკლულია კრიმინალური ავტორიტეტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე ვერაზე - მოკლულია კრიმინალური ავტორიტეტი

თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. როგორც ტატიშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები აცხადებენ, მათ არ გაუგიათ რაიმე ხმაური, თუმცა, დილით ნახეს პოლიციის მანქანები და სამართალდამცველები.
მეზობლებს ინფორმაცია არ აქვთ, ვინ არის გარდაცვლილი, თუმცა, ისინი აცხადებენ, რომ ბინაში, სადაც შემთხვევა მოხდა, 40-წლამდე ასაკის მამაკაცი მარტო ცხოვრობდა.
ადგილზე მობილიზებული არიან პოლიცია და კინოლოგები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 მარტს, თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 1957 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ. რ. გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მოკლულს სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიების წინასწარი ვერსიით, ამ ეტაპზე მკვლელობის მოტივად შურისძიება იკვეთება.

ავტორი: ნინო ხოზრევანიძე

ასევე იხილეთ: ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე მოკლული მამაკაცი ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი გოგი ხატოევია

"უწესიერესი და უპატიოსნესი ადაანი იყო" - როგორ ახასიათებენ მეზობლები ვერაზე მოკლულ კრიმინალურ ავტორიტეტ გოგი ხატოევს