loader

შსს-მ ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომელი ნარკოტიკის გასაღების ბრალდებით დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომელი ნარკოტიკის გასაღების ბრალდებით დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ბ.ა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბ.ა.-მ ერთ-ერთ მოქალაქეს უკანონოდ მიჰყიდა "ტეტრაჰიდროკანაბინოლის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით.